მედიის ინფორმაციით, კონგოს დემოკრატიულ რესბუბლიკაში თავდასხმის შედეგად იტალიის ელჩი დაიღუპა
მედიის ინფორმაციით, კონგოს დემოკრატიულ რესბუბლიკაში თავდასხმის შედეგად იტალიის ელჩი დაიღუპა

კონგოს დემოკრატიულ რესბუბლიკაში იტალიის ელჩს ლუკა ატანასიოს თავს დაესხნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქ გომას მახლობლად გაეროს „მსოფლიო საკვების პროგრამის“ საავტომობილო ავტოკოლონას ცეცხლი გაუხსნეს.

დიპლომატიურმა წყარომ სააგენტო „ფრანს პრესს“ განუცხადა, რომ ელჩი ლუკა ატანასიო მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა. ამასთან, თავდასხმის შედეგად კიდევ ორი ადამიანი დაიღუპა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ გაერო-ს ავტოკოლონას ჩასაფრება მოუწყვეს. თავდამსხმელების ვინაობა უცნობია.