პანდემიის განმავლობაში, კონგოს პარლამენტის 32 წევრი კორონავირუსით გარდაიცვალა
პანდემიის განმავლობაში, კონგოს პარლამენტის 32 წევრი კორონავირუსით გარდაიცვალა

პანდემიის დაწყებიდან, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის 32 წევრი კორონავირუსით გარდაიცვალა. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ამის შესახებ კონგოს ეროვნული ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა ჟან-მარკ კაბუნდიმ განაცხადა.

„როიტერი“ აღნიშნავს, რომ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში პარლამენტის შენობის შიგნით პირბადის ტარება სავალდებულოა, თუმცა ხშირად კანონმდებლები აღნიშნულ რეგულაციას უგულებელყოფენ.

მთავრობის მიერ გამოცხადებული ოფიციალური მონაცემებით, კონგოში სულ აღრიცხულია კორონავირუსის 31 248 შემთხვევა, გარდაიცვალა 780 ინფიცირებული, საიდანაც პარლამენტის 32 წევრია.

კონგოს მოსახლეობა დაახლოებით 80 მილიონს შეადგენს.