კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში პატიმრების ციხიდან გაქცევის მცდელობისას დაიღუპა 129 ადამიანი, დაშავდა 59 პირი
კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში პატიმრების ციხიდან გაქცევის მცდელობისას დაიღუპა 129 ადამიანი, დაშავდა 59 პირი. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.
ქვეყნის მთავრობის განცხადებით, ამჟამად სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.
კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის განცხადებით, მსჯავრდებულებმა გაქცევა დედაქალაქ კინშასაში მდებარე ცენტრალური ციხიდან სცადეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საპატიმროს ადმინისტრაციულ შენობაში, სურსათის საწყობებსა და საავადმყოფოში ცეცხლი გაჩნდა.
მაკალას ცენტრალური ციხიდან მასობრივი გაქცევის მცდელობას შედეგად მოჰყვა მსხვერპლი და მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალი“, – ნათქვამია შინაგან საქმეთა მინისტრის, შაბანი ლუკოოს განცხადებაში, რომელიც მან სოციალურ ქსელ გამოაქვეყნა.
ციხის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ვერცერთმა პატიმარმა გაქცევა ვერ შეძლო, ხოლო ვინც გაქცევა სცადა, მოკლულია.