მედიის ინფორმაციით, მიწისძვრის შემდეგ, სირიის ქალაქ რაჯოს ციხიდან, სულ მცირე, 20 რადიკალი ჯიჰადისტი გაიქცა

15:31, 07.02.2023

მიწისძვრის შემდეგ სირიის ქალაქ რაჯოს ციხიდან, სულ მცირე, 20 რადიკალი ჯიჰადისტი გაიქცა.

ქალაქი რაჯო თურქეთის საზღვრის მახლობლად მდებარეობს, რომლის ციხეში 2 000 პატიმარია, მათ შორის 1 300 ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლი.

გავრცელებული ცნობით, მიწისძვრის შემდეგ პატიმრებმა ამბოხი დაიწყეს და ციხის ნაწილზე კონტროლი დაამყარეს. როგორც მედია იუწყება, რადიკალმა ისლამისტებმა ციხიდან გაქცევა სწორედ ამის შემდეგ შეძლეს.

მსგავსი