მედიის ინფორმაციით, მიწისძვრის შემდეგ, სირიის ქალაქ რაჯოს ციხიდან, სულ მცირე, 20 რადიკალი ჯიჰადისტი გაიქცა
მიწისძვრის შემდეგ სირიის ქალაქ რაჯოს ციხიდან, სულ მცირე, 20 რადიკალი ჯიჰადისტი გაიქცა.
ქალაქი რაჯო თურქეთის საზღვრის მახლობლად მდებარეობს, რომლის ციხეში 2 000 პატიმარია, მათ შორის 1 300 ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლი.
გავრცელებული ცნობით, მიწისძვრის შემდეგ პატიმრებმა ამბოხი დაიწყეს და ციხის ნაწილზე კონტროლი დაამყარეს. როგორც მედია იუწყება, რადიკალმა ისლამისტებმა ციხიდან გაქცევა სწორედ ამის შემდეგ შეძლეს.