კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში გაერო-ს შვიდი მშვიდობისმყოფელი მოკლეს

23:49, 15.11.2018

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში გაერო-ს მისიის შვიდი მშვიდობისმყოფელი მოკლეს. დაშავებულია კიდევ 10 და დაკარგულია ერთი სამხედრო პირი. ინფორმაციას გაერო-ს გენერალური მდივნის ოფიციალური წარმომადგენელი სტეფან დიუჟარიკი ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, მშვიდობისმყოფელები ჩრდილოეთ პროვინციაში მოქმედ მეამბოხე ძალებთან შეტაკების შედეგად დაიღუპნენ. გარდაცვლილთაგან ექვსი მალავის, ერთი კი ტანზანიის მოქალაქეა.

მსგავსი