კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში გაერო-ს შვიდი მშვიდობისმყოფელი მოკლეს
კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში გაერო-ს მისიის შვიდი მშვიდობისმყოფელი მოკლეს. დაშავებულია კიდევ 10 და დაკარგულია ერთი სამხედრო პირი. ინფორმაციას გაერო-ს გენერალური მდივნის ოფიციალური წარმომადგენელი სტეფან დიუჟარიკი ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, მშვიდობისმყოფელები ჩრდილოეთ პროვინციაში მოქმედ მეამბოხე ძალებთან შეტაკების შედეგად დაიღუპნენ. გარდაცვლილთაგან ექვსი მალავის, ერთი კი ტანზანიის მოქალაქეა.