კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ებოლას ვირუსით გარდაცვალების 47 შემთხვევა დაფიქსირდა
კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ებოლას ვირუსით გარდაცვალების 47 შემთხვევა დაფიქსირდა

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ებოლას ვირუსით გარდაცვალების 47 შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ორგანიზაციის მონაცემებით, ამჟამად ინფიცირებულია 87 ადამიანი. დაავადების საფრთხე 2000-ზე მეტ ადამიანს ემუქრება, რომლებსაც ინფიცირებულებთან უშუალო კონტაქტი ჰქონდათ.

შეგახსენებთ, 2014-2016 წელს დასავლეთ აფრიკაში ებოლას ეპიდემიის შედეგად ინფიცირებულთა რიცხვმა 28 600 შეადგინა. აღნიშნული დაავადებით 11 300 ადამიანი დაიღუპა. გარდაცვალების შემთხვევების უმრავლესობა სამ ქვეყანაზე – გვინეაზე, სიერა-ლეონესა და ლიბერიაზე მოდიოდა.