კომპანიიდან, სადაც გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, სამართალდამცველებმა კომპიუტერები ამოიღეს
კომპანიიდან, სადაც გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, სამართალდამცველებმა კომპიუტერული ტექნიკა ამოიღეს. როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ოფისიდან ათობით კომპიუტერი გამოიტანეს.
ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები დილიდან მიმდინარეობდა.
თამარ ბაჩალიაშვილი კომპანია „ზეგის“ თანამშრომელი იყო. დღეს განცხადება გააკეთა კომპანიის დირექტორმა და აღნიშნა, რომ გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილს სამსახურში არანაირი პრობლემა არ ჰქონდა. მანამდე კი, კომპანიის დირექტორმა მიმართვაც გაავრცელა.
რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი იპოვეს.
თამარ ბაჩალიაშვილი შაბათს, სახლიდან საკუთარი ავტომობილით გავიდა და უკან არ დაბრუნებულა.