კომპანია Tesla-ს ხელმძღვანელი ხელისუფლებას კალიფორნიის შტატში ხანძრის შედეგად დაზარალებულების ევაკუაციაში დახმარებას სთავაზობს
კომპანია Tesla-ს ხელმძღვანელი ხელისუფლებას კალიფორნიის შტატში ხანძრის შედეგად დაზარალებულების ევაკუაციაში დახმარებას სთავაზობს

კომპანია Tesla-ს ხელმძღვანელი ხელისუფლებას კალიფორნიის შტატში ხანძრის შედეგად დაზარალებულების ევაკუაციაში დახმარებას სთავაზობს. ელონ მარსკმა ამის შესახებ მიკრობლოგ Twtter-ის პირად გვერდზე დაწერა.

„თუ Tesla-ს კალიფორნიელების დახმარება შეუძლია, გთხოვთ დაგვიკავშირდით. ჩვენი კომპანიის ავტომობილ S&X-ის მოდელს საავადმყოფოს კლასის საჰაერო ფილტრები აქვს. ეს კი შესაძლოა, ადამიანების ტრანსპორტირებისთვის გამოდგეს”, – განაცხადა ელონ მასკმა მიკრობლოგის საშუალებით.

ბოლო მონაცემებით, კალიფორნიის შტატში ხანძარმა ცხრა ადამიანი შეიწირა. სტიქიის ზონიდან 150 ათასი ადგილობრივის ევაკუაცია განხორციელდა. შტატის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურმა ტყის ხანძარმა 7 ათასზე მეტი შენობა გაანადგურა.