კომისიის წევრს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებენ
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნებზე კომისიის წევრ დიანა მარტიაშვილს, რომელიც ერთ-ერთი კანდიდატის, დავით ასათიანის წარმომადგენელია, არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებენ.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, საარჩევნო კანდიდატების მტკიცებით, დიანა მარტიაშვილის ხელში ბიულეტენები შენიშნეს. თავად მარტიაშვილმა განაცხადა, რომ ამ ბიულეტენებით ხმის მიცემას აპირებდა.
კანდიდატები კი ფიქრობენ, რომ დავით ასათიანის წარმომადგენელი არჩევნების გაყალბებას გეგმავდა.
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნები სპორტის სასახლეში ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.