კოჯორში, ტაბახმელაში, ბეთანიასა და წყნეთში თოვლისგან გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს [ფოტო]
თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე, კოჯორში, ტაბახმელაში, ბეთანიასა და წყნეთში გზის სავალი ნაწილის თოვლისგან გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს „თბილსერვის ჯგუფის“ წარმომადგენელმა, დავით ჩანქსელიანმა განაცხადა.
მისი თქმით, თოვლის გამო ავტომანქანებს გზებზე გადაადგილების პრობლემა არ შექმნიათ.
„როგორც კი თოვლი წამოვიდა, თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე, კოჯორი, ტაბახმელა, ბეთანიის მონაკვეთებზე მობილიზებულ იქნა სპეცტექნიკა. „თბილსერვის ჯგუფი“ 24 საათის განმავლობაში ახორციელებს მარილის დაყრის სამუშაოებს. საგანგებო რეჟიმში ვმუშაობთ. გზებზე პრობლემები არ შექმნილა და როგორც კი საჭიროებს იქნება, მარილის დაყრის სამუშაოები პერიოდულად გაგრძელდება. ავტომობილების გადაადგილების მხრივ არანაირი პრობლემა არ არის“,- განაცხადა დავით ჩანქსელიანმა.