მეტროსადგურ „გოცირიძის“ მიმდებარე ტერიტორია საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან დასუფთავდა
მეტროსადგურ „გოცირიძის“ მიმდებარე ტერიტორია საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან დასუფთავდა

შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა მეტროსადგურ „გოცირიძის“ მიმდებარედ საფეხმავლო ხიდის ქვეშ არსებული ტერიტორია საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმინდეს.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, დასუფთავების აქციაში ჩართული იყვნენ სს „საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომლებიც.

სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია „საქართველოს რკინიგზის“ სატვირთო გადაზიდვების დირექტორის მოადგილესთან, გიორგი გომარელთან ერთად გაეცნო.

„ამ ტერიტორიის გარკვეული ნაწილი „საქართველოს რკინიგზის“ ბალანსზეა, შესაბამისად, აქ ჩვენ ყოველდღიურ დასუფთავების სამუშაოებს არ ვახორციელებთ. იმის გამო, რომ აღნიშნული მონაკვეთი მოქალაქეების მიერ იყო დაბინძურებული, გადავწყვიტეთ, აქციის სახით დაგვესუფთავებინა. მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, გთხოვთ, საყოფაცხოვრებო ნარჩენი მხოლოდ და მხოლოდ ნაგავშემკრებ კონტეინერებში განვათავსოთ“, – აღნიშნა დავით ფაჩულიამ.

მსგავსი დასუფთავების ღონისძიებები „თბილსერვის ჯგუფის“ მიერ პერიოდულად იგეგმება.

ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.