სანდრო კობახიძე „ვორსკლაში“ კიდევ ნახევარი წლით ითამაშებს, – წერს პოლტავის „ვორსკლას“ ოფიციალური ვებგვერდი.
„ვორსკლამ“ უკრაინის ჩემპიონატში მესამე ადგილი დაიკავა და ევროპის ლიგაზე ითამაშებს. ევროგათამაშებაში კი პოლტაველებს ლიდერების დახმარება სჭირდებათ და მათი შენარჩუნება გადაწყვიტეს. ერთი წამყვანი ფეხბურთელი კობახიძეცაა – მასთან „ვორსკლამ“ კონტრაქტი ნახევარი წლით, დეკემბრამდე გაახანგრძლივა.
31 წლის ქართველი ფეხბურთლი თურქულ „გეზტეპეში“ გამოდიოდა, მაგრამ 2017 წლის აგვისტოში გუნდთან კონტრაქტი გაწყვიტა და ორ დღეში ხელშეკრულება პოლტავის „ვორსკლასთან“ გააფორმა, რომლის ფორმითაც 2016-2017 წლებშიც თამაშობდა.