„ვორსკლას“ მწვრთნელი - ჩვენ „დილასთან“ მოგების რეცეპტი გვაქვს #1TVSPORT
„ვორსკლას“ მწვრთნელი - ჩვენ „დილასთან“ მოგების რეცეპტი გვაქვს #1TVSPORT

პოლტავის „ვორსკლას“ მთავარმა მწვრთნელმა, ვიქტორ სკრიპნიკმა გორის „დილასთან“ განმეორებით შეხვედრამდე განაცხადა, რომ მომდევნო ეტაპზე გასვლის რეცეპტი აქვს.

„ჩვენ ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ წინსვლისთვის. ალბათ ჩვენმა მეტოქემაც იცის, რა გააკეთოს. დაშავებულები, მადლობა ღმერთს, არ გვყავს. ანდრეი ბაცულა შემოგვიერთდა და ვარჯიშობს სრული დატვირთვით. ის არის ერთ-ერთი მოთამაშე, რომელიც „დილასთან“ დაგვეხმარება. ასე რომ, ყველაფერი კარგადაა, ყველა მზად არის.

ჯერ არ გადაგვიწყვეტია, ხვალ ვინ ითამაშებს. საამისოდ ჯერ მჭირდება, მათი ანთებული თვალები დავინახო. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. როგორც არ უნდა ჩაატარო პირველი თამაში, მეორე მატჩი უკვე სხვა დაპირისპირებაა.

ყველამ უნდა მოუმატოს, დაიძაბოს, გაუძლოს. ამისათვის საჭიროა არა მხოლოდ გამოცდილი ბიჭები, არამედ ახალგაზრდები, რომლებსაც ამ ამოცანების შესასრულებლად სასურველი ენერგია აქვთ“, – თქვა სკრიპნიკმა მატჩის წინა პრესკონფერენციაზე.

პოლონეთში გამართული პირველი შეხვედრა პოლტავის გუნდის გამარჯვებით 2:1 დასრულდა. საპასუხო მატჩი „დილასა“ და „ვორსკლას“ შორის 3 აგვისტოს გაიმართება. შეხვედრა „თენგიზ ბურჯანაძე არენაზე“ 21:00 საათზე დაიწყება.