კონფერენს ლიგა | პოლტავის „ვორსკლა“ გორშია და „დილასთან“ მატჩისთვის ემზადება #1TVSPORT
კონფერენს ლიგა | პოლტავის „ვორსკლა“ გორშია და „დილასთან“ მატჩისთვის ემზადება #1TVSPORT

პოლტავის „ვორსკლა“ პოლონეთიდან საქართველოში ჩამოფრინდა, სადაც 3 აგვისტოს კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩს გორის „დილასთან“ გამართავს.

უკრაინულ გუნდს საკმაოდ დამღლელი გზის გავლა მოუხდა. პოლტაველები პოლონეთის ქალაქ კატოვიცედან ავიარეისით ქუთაისში ჩაფრინდნენ, ხოლო იქიდან გორში ჩავიდნენ. ასეთი არაკომფორტული მგზავრობა იმითაა გამოწვეული, რომ ვიქტორ სკრიპნიკის გუნდმა ჩარტერული რეისით არ ისარგებლა, გორში კი აეროპორტი არ არის და უკრაინელებმა ქუთაისში ჩაფრენა ამჯობინეს.

გავრცელებული ინფორმაციით, გუნდის ძირითადი შემადგენლობის ყველა მოთამაშე მწყობრშია და „დილასთან“ დაპირისპირებისთვის ემზადება. პოლტაველებს მხოლოდ ბრაზილიელი ახალწვეული, შემტევი ნახევარმცველი ტიაგინიო აკლიათ.

კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში „ვორსკლამ“ „დილას“ პოლონეთის ქალაქ ტიხიში უმასპინძლა და 2:1 მოიგო. საპასუხი შეხვედრა გორში, „თენგიზ ბურჯანაძე არენაზე“ 3 აგვისტოს 21:00 საათზე დაიწყება.