კობა კობალაძე - სჯობს, ვანო მერაბიშვილმა თავზე ქუდი კარგად ჩამოიმხოს, რომ მისგან გამწარებულმა ადამიანმა არ იცნოს
კობა კობალაძე - სჯობს, ვანო მერაბიშვილმა თავზე ქუდი კარგად ჩამოიმხოს, რომ მისგან გამწარებულმა ადამიანმა არ იცნოს

ვანო მერაბიშვილმა სჯობს, თავზე ქუდი ჩამოიმხოს კარგად, რომ მისგან გამწარებულმა ადამიანმა არ იცნოს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, კობა კობალაძემ განუცხადა.

მისი თქმით, დღეს, საზოგადოებამ კიდევ ერთხელ მოისმინა ის უპასუხისმგებლო, როყიო და კაცთმძულვარებაზე ორიენტირებული განცხადებები, რაც წინა ხელისუფლების ერთ-ერთ შემოქმედს, მერაბიშვილს ახასიათებდა.

„მას აერია ვადა, თუ რა ვადით იჯდა საპატიმროში. მისი მათემათიკასთან და ლოგიკასთან კავშირი დიდი ხანია არ შეინიშნება, მაგრამ დამხობაზე რაც თქვა, სჯობს, თავზე ქუდი ჩამოიმხოს კარგად, რომ მისგან გამწარებულმა ადამიანმა არ იცნოს. ვანო მერაბიშვილი თავისი შემოქმედის კაცი იყო და ვითომ რაღაცას წარმოადგენდა. ამ ყველაფერს მშვიდად უნდა ვუყუროთ, ის არის 26 მაისის, ასევე ხალხის გამწარებისა და ქონების დატაცების შემოქმედი. ეს ქვეყანა არც ვანო მერაბიშვილით იწყება და არც მთავრდება“, – განაცხადა კობა კობალაძემ.

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულება დღეს დილით დატოვა. ე.წ. მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ, მერაბიშვილმა განაცხადა, რომ „დღევანდელი ხელისუფლების დამხობის შემდეგ, პოლიტპატიმრებისთვის ამ ციხის კარი ფართოდ გაიღება“.