კობა გვენეტაძე - როდესაც ბაზარი იძლევა საშუალებას, ჩვენ შევავსებთ სავალუტო რეზერვებს
კობა გვენეტაძე - როდესაც ბაზარი იძლევა საშუალებას, ჩვენ შევავსებთ სავალუტო რეზერვებს

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე აცხადებს, რომ სავალუტო რეზერვები ბაზარზე არსებული ვითარებიდან გამომდინარე ივსება.

ამასთან, გვენეტაძე ლარის კურსის შესაძლო მერყეობებზე კომენტარისგან თავს იკავებს.

“საქართველოს ეროვნული ბანკი, ისევე როგორც სხვა ცენტრალური ბანკები, რომლებსაც მცურავი სავალუტო კურსი აქვთ, არ აკეთებენ პროგნოზს სავალუტო კურსთან დაკავშირებით. ეს არის აბსოლუტურად შეუძლებელი.
მცურავი კურსი კარგი მექანიზმია, რომ მოხდეს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი რისკების შეწოვა. ინტერვენციები მიმართული იქნება იმ შემთხვევაში, თუ გადამეტებული მოძრაობა იქნა გაცვლითი კურსის და როდესაც ბაზარი იძლევა ამის საშუალებას, ჩვენ შევავსებთ სავალუტო რეზერვებს”, – აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.
გვენეტაძის თქმით, სავალუტო ფონდს შემუშავებული აქვს რეზერვებთან დაკავშირებით სპეციალური ინდიკატორი და საქართველო ამ ინდექსის ქვემოთაა. შესაბამისად, დროთა განმავლობაში რეზერვების გაზრდა ამ ინდიკატორთან შესაბამისობაში მოსვლას ემსახურება.
ბოლო ერთ კვირაში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო რეზერვები სამჯერ შეავსო და 30 მილიონი დოლარი შეისყიდა.