კობა გვენეტაძე - მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმის შემთხვევაში, ეროვნული ბანკის მიზანი ვერ იქნება კურსის ერთ ადგილას დაფიქსირება, ჩვენი მიზანია, ჭარბმერყეობა შევამციროთ
მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმის შემთხვევაში, ეროვნული ბანკის მიზანი ვერ იქნება კურსის რომელიმე ერთ ადგილას დაფიქსირება. ჩვენი მიზანია, ჭარბმერყეობა შევამციროთ, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ საქართველოს პირველი არხს განუცხადა.
მისივე თქმით, ისეთი ქვეყნის ეკონომიკისთვის, როგორიც საქართველოა, მცურავ გაცვლით კურსს ალტერნატივა არ აქვს.
„ეროვნული ბანკის მიზანი ვერ იქნება კურსის ერთ რომელიმე ადგილას ფიქსირება. მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმის შემთხვევაში, ეროვნული ბანკის მიზანი ვერ იქნება კურსის რომელიმე ერთ ადგილას დაფიქსირება. ჩვენი მიზანია, ჭარბმერყეობა შევამციროთ, რისთვისაც ზოგჯერ გავყიდით ვალუტას, ზოგჯერ ვიყიდით და შეძლებისდაგვარად ამ მერყეობას შევამცირებთ, მაგრამ ჩვენ რომ შეგვეძლოს მთლიანად ამის შემცირება ან აღმოფხვრა, მაშინ მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი აღარ გვექნებოდა. ამავე დროს, იმაზეც უნდა შევთანხმდეთ, რომ ისეთი ქვეყნის ეკონომიკისთვის, როგორიც საქართველოა, ეს არის მცირე ზომის ეკონომიკა, მცურავ გაცვლით კურსს ალტერნატივა არ აქვს. მესმის, რომ ეს ხშირად არაპოპულარულია, თუმცა ბანკები ხშირად არაპოპულარულ, მაგრამ გრძელვადიანი ზრდისთვის აუცილებელ ნაბიჯებს დგამენ“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.