კლიმატის ცვლილების ევროპული ორგანიზაცია - 2024 წლის მარტი მსოფლიოში ზედიზედ მეათე ყველაზე ცხელი მარტის თვე იყო
2024 წლის მარტი მსოფლიოში ზედიზედ მეათე ყველაზე ცხელი მარტის თვე იყო. ინფორმაციას გამოცემა „კოპერნიკუსი“ კლიმატის ცვლილების ევროპულ ორგანიზაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
2024 წლის მარტში ზედაპირის საშუალო ტემპერატურა 14,14°C იყო, რაც 0,73°C-ით მეტია 1991-2020 წლების საშუალო მაჩვენებელზე.
გამოცემის ინფორმაციით, 1850-1900 წლების პრეინდუსტრიული პერიოდის მარტის თვის საშუალო მაჩვენებლებთან შედარებით, 2024 წლის მარტი გლობალურად 1,68°C-ით უფრო თბილი იყო.
შეგახსენებთ, სააგენტომ 2023 წელი ყველაზე ცხელ წლად გამოაცხადა.