კლიმატის ცვლილების ევროპული ორგანიზაცია – 2024 წლის მარტი მსოფლიოში ზედიზედ მეათე ყველაზე ცხელი მარტის თვე იყო

11:57, 09.04.2024

2024 წლის მარტი მსოფლიოში ზედიზედ მეათე ყველაზე ცხელი მარტის თვე იყო. ინფორმაციას გამოცემა „კოპერნიკუსი“ კლიმატის ცვლილების ევროპულ ორგანიზაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

2024 წლის მარტში ზედაპირის საშუალო ტემპერატურა 14,14°C იყო, რაც 0,73°C-ით მეტია 1991-2020 წლების საშუალო მაჩვენებელზე.

გამოცემის ინფორმაციით, 1850-1900 წლების პრეინდუსტრიული პერიოდის მარტის თვის საშუალო მაჩვენებლებთან შედარებით, 2024 წლის მარტი გლობალურად 1,68°C-ით უფრო თბილი იყო.

შეგახსენებთ, სააგენტომ 2023 წელი ყველაზე ცხელ წლად გამოაცხადა.

მსგავსი