მექაში სიცხისგან ექვსი მომლოცველი დაიღუპა

11:16, 16.06.2024

მექაში სიცხისგან ექვსი მომლოცველი დაიღუპა. ყველა მათგანი იორდანიის მოქალაქეა. გავრცელებული ცნობით, ჰაერის ტემპერატურა 48 გრადუსს აღწევდა.

მუსლიმთა წმინდა ადგილას მომლოცველები ჰაჯის ყოველწლიურ პილიგრიმობას ესწრებოდნენ, სადაც, მათ გარდა, კიდევ 1.8 მილიონამდე ადამიანია ჩასული.

იორდანიის ხელისუფლება საუდის არაბეთთან კონტაქტზეა და დაღუპულთა სამშობლოში გადასვენების საკითხზე მუშაობს.

მსგავსი