გარემოს ეროვნული სააგენტო - მიმდინარე კვირაში ჰაერის ტემპერატურა 2-3 გრადუსით დაიკლებს, თუმცა ქვეყნის ტერიტორია კვლავ თბური ტალღის ზემოქმედების ქვეშ რჩება
გარემოს ეროვნული სააგენტო - მიმდინარე კვირაში ჰაერის ტემპერატურა 2-3 გრადუსით დაიკლებს, თუმცა ქვეყნის ტერიტორია კვლავ თბური ტალღის ზემოქმედების ქვეშ რჩება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე კვირის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, გასულ კვირასთან შედარებით, 2-3◦C-ით დაიკლებს, თუმცა ქვეყნის ტერიტორია კვლავ რჩება თბური ტალღის ზემოქმედების ქვეშ.

ცალკეულ დღეებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურამ, შესაძლებელია, 34◦C, 36◦C-ს, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 35◦C, 37◦C-ს მიაღწიოს. ქვეყნის მთიან რაიონებში დღის მაქსიმალური ტემპერატურა 31◦C, 36◦C იქნება, მაღალ მთაში კი 26◦C, 31◦C-მდე მოიმატებს.

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს, რომ მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურები ტყის ხანძრებისა და მყინვარების დნობასთან დაკავშირებული პროცესების გააქტიურების ხელშემწყობ პირობებს წარმოადგენს.