კირილ ბუდანოვი აცხადებს, რომ „ტელეგრამი“ საფრთხეა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისთვის
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი აცხადებს, რომ „ტელეგრამი“ საფრთხეა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისთვის.
ამის შესახებ ბუდანოვმა „რადიო ქარტიასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„„Ტელეგრამი“ მავნებელია, მე არასდროს მეშინოდა ამის თქმის. ეს არის საფრთხე ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის. ამას აბსოლუტურად პირდაპირ ვამბობ და ეს დოკუმენტურადაც გაგვიკეთებია. ჩვენი კვლევების თანახმად, „ტელეგრამი“ არის საზოგადოებაში ინფორმაციის მიღების მთავარი წყარო. მან აბსოლუტურად ყველაფერს გადაუსწრო. მე არ ვემხრობი, რომ უბრალოდ ავდგეთ და დავხუროთ ის. ეს საკმაოდ რთული გასაკეთებელია, თუმცა შესაძლებელი. მე ვემხრობი იმას, რომ მოხდეს „ტელეგრამის“ ყველა არხის „გაფიზიკურება“. თუ გინდა რამე ამბების გავრცელება – კეთილი, დარეგისტრირდი, რათა ყველამ იცოდეს, რომ ეს არხი არის რუსეთის მოქალაქის ან უკრაინის მოქალაქის. და მაშინ მას დაეკისრება პასუხისმგებლობა“, – განაცხადა ბუდანოვმა.
მისი თქმით, „ტელეგრამის“ დაბლოკვა, როგორც ეს მოხდა პლატფორმების „ოდნოკლასნიკის“ და „ვკონტაქტეს“ შემთხვევაში, ტექნიკურად უფრო რთული, თუმცა შესაძლებელია.
ამასთან, უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსმა სოციალურ ქსელ X-ს უვნებელი უწოდა.