კინოგადაღებების კუთხით საქართველოს პოტენციალს „ეიჩბიოუს“და „უნივერსალ ფიქჩერსის“ წარმომადგენლები სწავლობენ
პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში, საქართველოს „ეიჩბიოუს“ (HBO) და „უნივერსალ ფიქჩერსის“ (UNIVERSAl PICTURES) წარმომადგენლები სტუმრობენ.
„აწარმოე საქართველოს“ ინფორმაციით, ჯგუფის მიზანია კინოგადაღებების კუთხით ქვეყნის პოტენციალის შესწავლა.
ამერიკელ კინომწარმოებლებს ისეთ ცნობილ ფილმებზე აქვთ ნამუშევარი როგორებიცაა: „ტრანსფორმერები“ (TRANSFORMERS), „ვარსკვლავური ომები“ (STAR WARS: The Force Awakens) და სხვა.
სტუმრები ერთი კვირის განმავლობაში ბათუმს, ჭიათურას, თბილისს, უფლისციხეს, ციხისძირს და რუსთავს დაათვალიერებენ. ამჟამად ისინი სტეფანწმინდაში იმყოფებიან.
„აწარმოე საქართველოს“ წარმომადგნელების განცხადებით, აღნიშნული ვიზიტი ხელს შეუწყობს საქართველოს პოპულარიზაციას, ქვეყანაში კინოინდუსტრიის წახალისებასა და საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ ევროპის კინოგადაღების ცენტრად ქცევას.