თბილისსა და რუსთავში ბრიტანული ფილმის გადაღებები მიმდინარეობს
თბილისსა და რუსთავში ბრიტანული ფილმის გადაღებები მიმდინარეობს

სახელმწიფო პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში, საქართველოში ბრიტანული ფილმის, „ზეციური ქალბატონის“ (Lady Of Heaven) ეპიზოდებს იღებენ. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს პროექტ „გადაიღე საქართველოში“ ხელმძღვანელმა, თათია ბიძინაშვილმა განუცხადა.

გადაღებები 26 აგვისტოდან დაიწყო. 50-დღიანი პროგრამა თბილისსა და რუსთავში გადაღებებს ითვალისწინებს.

დედაქალაქში გადაღებები ვაზიანის სამხედრო ბაზის,​ ნავთლუღისა და ჯიქიას ქუჩის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. 24-25 ოქტომბერს გარკვეულ სცენებს რუსთავში გადაიღებენ.