კიევში, საცხოვრებელი სახლის ეზოში აფეთქება მოხდა, დაღუპულია ერთი ადამიანი
კიევში, კერძოდ პოდოლში საცხოვრებელი სახლის ეზოში გვიან ღამით აფეთქება მოხდა, რასაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
კიევის პოლიციაში რამდენიმე მოწმის დაკითხვისა და გამოძიების შედეგად, აცხადებენ, რომ დანაშაულის ადგილზე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე პირის პირადობის დამადასტურებელი საბუთი აღმოაჩინეს, რომელიც გარდაცვლილს ეკუთვნოდა.
დაღუპულის ბინის ჩხრეკისას პოლიციამ ხელყუმბარები და ცეცხლსასროლი იარაღი იპოვა, კერძოდ ყუმბარმტყორცნი.
პოლიციის ინფორმაციით, მოწმემ აღნიშნა, რომ გვიან ღამით იმ ეზოში, სადაც აფეთქება მოხდა, უცნობი მამაკაცი შენიშნა, რომელსაც ხელში რაღაც საგანი ეჭირა.
გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.