კიევში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი სამამდე გაიზარდა [ვიდეო]

უკრაინის დედაქალაქ კიევში, აფეთქების შედეგად, ბოლო მონაცემებით, სამი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს.

შემთხვევის ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

ადგილზე იმყოფებოდა კიევის მერი ვიტალი კლიჩკოც, რომელმაც განაცხადა, რომ წინასწარი ვერსიით, აფეთქების მიზეზი ბუნებრივი აირის დაგროვება ან ასაფეთქებელი ნივთიერება გახდა.

კიევში აფეთქება გუშინ მოხდა. შედეგად, კორპუსის ოთხი სართული ჩამოინგრა.