კიევში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, დაიღუპა სულ მცირე ერთი ადამიანი
კიევში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, დაიღუპა სულ მცირე ერთი ადამიანი

უკრაინის დედაქალაქ კიევში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ინციდენტი გრიგორენკოს ქუჩის 41 ნომერში მოხდა. დაზიანებულია კორპუსის ოთხი სართული. ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების სამსახური და სპეცტექნიკა. წინასწარი ვერსიით, ცხრასართულიან სახლში აფეთქება ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია.

მაშველები ვარაუდობენ, რომ ნანგრევებში შეიძლება კიდევ იყვნენ ადამიანები. კორპუსიდან 21 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ჯერ უცნობია, რამდენი მოქალაქე იმყოფებოდა სახლში აფეთქების დროს.