კიევში ავტომობილის აფეთქების შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
კიევში ავტომობილის აფეთქების შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი

კიევში ავტომობილის აფეთქების შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი. უკრაინული მედიის ცნობით, ინციდენტი კიევის სვიატოშინსკის რაიონში მოხდა.

პოლიციაში „მერსედესის“ მარკის ავტომობილის აფეთქების შესახებ შეტყობინება 6 ნოემბერს, 21:40 საათზე შევიდა. წინასწარი მონაცემებით, ასაფეთქებელი მოწყობილობა მანქანაზე მიამაგრეს.

გამოძიების ცნობით, აფეთქების ორგანიზებასთან კავშირი აქვს მოტოციკლისტს, რომელიც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ამჟამად მას სამართალდამცველები ეძებენ.

დაღუპულია ავტომობილის მძღოლი, დაშავებულები კი მგზავრები არიან. ასევე, დაზიანდა კიდევ ერთი მანქანა.