კიევში, ლობანოვსკის გამზირზე მდებარე საცხოვრებელ სახლს ჭურვი მოხვდა [ფოტო, ვიდეო]
კიევში, ლობანოვსკის გამზირზე მდებარე საცხოვრებელ სახლს ჭურვი მოხვდა [ფოტო, ვიდეო]

კიევში, ლობანოვსკის გამზირზე მდებარე მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს გამთენიისას ჭურვი მოხვდა. როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, შედეგად 35 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვი.

გავრცელებული ინფორმაციით, კორპუსი კიევის ჟულიანის საერთაშორისო აეროპორტთან ახლოს მდებარეობს და შესაძლოა, სამიზნე ის ყოფილიყო. თვითმხილველები ამბობენ, რომ ადრე ამ ადგილას სამხედრო ნაწილი იყო და სავარაუდოდ, რუსეთის ჯარი ძველი რუკებით ხელმძღვანელობს.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სამაშველო სამსახური.