კიევმა და დონბასის თვითგამოცხადებულმა სეპარატისტულმა რეგიონებმა ტყვეები გაცვალეს
კიევმა და დონბასის თვითგამოცხადებულმა სეპარატისტულმა რეგიონებმა ტყვეები გაცვალეს

კიევმა და დონბასის თვითგამოცხადებულმა სეპარატისტულმა რეგიონებმა ტყვეები გაცვალეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ხელისუფლებამ სეპარატისტებს 246 ადამიანი გადასცა, კიევში კი 74 ყოფილი ტყვე დაბრუნდა.

კონფლიქტის მხარეებმა ტყვეები ქალაქ გორლოვკის მახლობლად გაცვალეს.

ნოემბრის ბოლოს მინსკში საკონტაქტო ჯგუფის მოლაპარაკებებზე მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, გაეცვალათ ტყვეები პრინციპით „ყველა ყველაზე“ დამტკიცებული სიების საფუძველზე.

კონფლიქტის მხარეები ტყვეების გაცვლაზე საბოლოოდ 25 დეკემბერს მოსკოვში, რუსეთის პატრიარქ კირილის ჩართულობით გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ.

უკრაინის პრეზიდენტმა მთავრობას მიმართა, გათავისუფლებული უკრაინელების ოჯახებს, ადაპტაციის შესამსუბუქებლად, მატერიალური დახმარება დაენიშნოთ.