კიევში, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციაზე შეტაკება მოხდა
კიევში, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციაზე შეტაკება მოხდა

კიევში, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციაზე შეტაკება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

როგორც იუწყებიან, უმაღლეს რადასთან მეწარმეები არიან შეკრებილი, რომლებიც საკასო აპარატების შემოღებას აპროტესტებენ.

პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მაშინ დაიწყო, როდესაც აქციის მონაწილეებმა რადას შენობაში დეპუტატები არ შეუშვეს. პოლიცია შეეცადა, დემონსტრანტები შეევიწროვებინა, რათა კანონმდებლები შენობაში შესულიყვნენ.

მედიის ინფორმაციით, არიან დაკავებულებიც.