ენტონი ბლინკენი და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში ჩავიდნენ

13:53, 11.09.2024

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ ლამი კიევში ჩავიდნენ.

„როიტერის“ ინფორმაციით, ბლინკენი და ლამი შეხვედრას გამართავენ უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან და მთავრობის სხვა მაღალჩინოსნებთან.

ბლინკენმა განაცხადა, რომ სურს, უკრაინის პრეზიდენტისგან, ვოლოდიმირ ზელენსკისგან და სხვა ოფიციალური პირებისგან პირადად მოისმინოს, თუ რისი გაკეთება შეუძლია ვაშინგტონს მათ დასახმარებლად.

ამასთან, დღეს კიევში ვიზიტით იმყოფებიან ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა, ხორვატიის პრემიერ-მინისტრი ანდრეი პლენკოვიჩი და ლატვიის პრემიერ-მინისტრი ევიკა სილინა.

მსგავსი