უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატების დებატებზე დასასწრებად კიევში, ოლიმპიურ სტადიონზე ადამიანები იკრიბებიან. სტადიონზე უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია. სტადიონი 70 ათას ადამიანს იტევს.
პეტრო პოროშენკოსა და ვლადიმირ ზელენსკის დებატები ადგილობრივი დროით 19:00 საათზე დაიწყება.