The Economist-ის კორესპონდენტი ოლივერ კეროლი – დადებითი სიახლე უკრაინიდან, ზელენსკიმ მიუთითა, რომ ერთნაირსქესიანთა პარტნიორობის კანონს ხელს მოაწერს

21:16, 18.11.2024

ზელენსკიმ მიუთითა, რომ ერთნაირსქესიანთა პარტნიორობის კანონპროექტს ხელს მოაწერს, – ამის შესახებ The Economist-ის კორესპონდენტი ოლივერ კეროლი სოციალურ ქსელში წერს.

„ცოტა დადებითი სიახლე უკრაინიდან. ზელენსკიმ მიუთითა, რომ ერთნაირსქესიანთა პარტნიორობის კანონპროექტს ხელს მოაწერს“, – წერს ოლივერ კეროლი.

ჟურნალისტი შესაბამის ვიდეოსაც ავრცელებს, რომელშიც ზელენსკის ერთნაირსქესიანთა პარტნიორობის კანონის ხელმოწერის შესახებ კითხვას უსვამს, ხოლო უკრაინის პრეზიდენტი დადებითად პასუხობს.

მსგავსი