კიევი პრეზიდენტობის კანდიდატების დებატების მოლოდინში [ფოტო]
კიევი პრეზიდენტობის კანდიდატების დებატების მოლოდინში [ფოტო]
უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატების დებატებზე დასასწრებად კიევში,  ოლიმპიურ სტადიონზე ადამიანები იკრიბებიან. სტადიონზე უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია. სტადიონი 70 ათას ადამიანს იტევს.
პეტრო პოროშენკოსა და ვლადიმირ ზელენსკის დებატები ადგილობრივი დროით 19:00 საათზე დაიწყება.

პეტრო პოროშენკო კიევის ოლიმპიურ სპორტულ კომპლექსში დებატებისთვის 14 აპრილს მივიდა. მოქმედი პრეზიდენტი მეტოქეს თითქმის ერთი საათის განმავლობაში ელოდა, თუმცა ზელენსკი დებატებზე არ გამოცხადდა.

შოუმენმა და მსახიობმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ 19 აპრილს პეტრო პოროშენკოსთან დებატებზე მივა.

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 21 აპრილს გაიმართება. არჩევნების პირველ ტურში ვლადიმირ ზელენსკიმ ამომრჩეველთა ხმების 30,24 პროცენტი მიიღო, პეტრო პოროშენკომ კი 15,94 პროცენტი.