უკრაინის ცესკო-ს საბოლოო შედეგების მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ვლადიმირ ზელენსკიმ გაიმარჯვა
უკრაინის ცესკო-ს საბოლოო შედეგების მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ვლადიმირ ზელენსკიმ გაიმარჯვა

უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები გამოაქვეყნა. დათვლილია ბიულეტენების 100%. პირველ ტურში გამარჯვებული ვლადიმირ ზელენსკია. მან ამომრჩეველთა ხმების 30,24% მიიღო. მეორე ადგილზეა პეტრო პოროშენკო 15,94%-ით.

უკრაინის პრეზიდენტის ვინაობა 21 აპრილს დაგეგმილი მეორე ტურის შედეგად გამოვლინდება.

უკრაინის საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მესამე ადგილზე გავიდა იულია ტიმოშენკო, რომელსაც ხმა ამომრჩევლების 13,4%-მა მისცა, მეოთხე იყო იური ბოიკო 11,67%-ით. ყველა სხვა კანდიდატმა 10%-ზე ნაკლები მიიღო. პირველ ტურში სულ 39 კანდიდატი მონაწილეობდა.