ვლადიმირ ზელენსკი პეტრო პოროშენკოსთან დებატებზე არ გამოცხადდა
ვლადიმირ ზელენსკი პეტრო პოროშენკოსთან დებატებზე არ გამოცხადდა

უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატი ვლადიმირ ზელენსკი მოქმედ პრეზიდენტთან დებატებზე არ გამოცხადდა. პეტრო პოროშენკო მეტოქეს კიევის ოლიმპიურ სტადიონზე თითქმის ერთი საათის განმავლობაში ელოდა, რა დროსაც იქ შეკრებილ ათასობით მხარდამჭერს სიტყვით მიმართა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

„ვოვა, მოდი!“, – სკანდირებდნენ სტადიონზე შეკრებილი პორორშენკოს მხარდამჭერები.

პეტრო პოროშენკომ ვლადიმირ ზელენსკი დებატებზე სატელევიზიო ეთერში ხვალაც მიიწვია.

ზელენსკიმ ჯერ კიდევ 3 აპრილს შესთავაზა პეტრო პოროშენკოს დებატების სტადიონზე 19 აპრილს გამართვა.

უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 31 მარტს გაიმართა. ვლადიმერ ზელენსკიმ ხმათა 30,24% დააგროვა, პეტრო პოროშენკომ კი – 15,95%. არჩევნების მეორე ტური 21 აპრილს გაიმართება.