ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულთან დაკავშირებით, 4 დეკემბერს სიონის ტაძარში წირვა აღევლინება, რომელსაც პატრიარქის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო აღავლენს.
ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა.
სამების ტაძარში დღეს პატრიარქმა წირვა-ლოცვა აღავლინა. მრევლს ქადაგებით მეუფე დანიელმა მიმართა.
ილია მეორემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ მიტროპოლიტი შიო მუჯირი გიორგობის დღესასწაულზე დაასახელა.