ხვალ სიონის ტაძარში წირვას პატრიარქის მოსაყდრე აღავლენს

13:11, 03.12.2017

ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულთან დაკავშირებით, 4 დეკემბერს სიონის ტაძარში წირვა აღევლინება, რომელსაც პატრიარქის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო აღავლენს.

ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა.

სამების ტაძარში დღეს პატრიარქმა წირვა-ლოცვა აღავლინა. მრევლს ქადაგებით მეუფე დანიელმა მიმართა.

ილია მეორემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ მიტროპოლიტი შიო მუჯირი გიორგობის დღესასწაულზე დაასახელა.

მსგავსი