ხურვალეთის მცხოვრები - დიდი ხანია, საფრთხეს ვგრძნობ რუსეთისგან, თუმცა გუშინ რაც ხდებოდა, იყო პროვოკაცია, სურდათ, ხალხისთვის ეჩვენებინათ, ვითომ თავად გმირები არიან [ვიდეო]
დიდი ხანია, საფრთხეს ვგრძნობ რუსეთისგან, თუმცა გუშინ რაც ხდებოდა, ეს იყო პროვოკაცია, ხალხს გაუხეთქეს გულები, – ამის შესახებ სოფელ ხურვალეთთან ადგილობრივმა გივი კალმახელიძემ განუცხადა.
მისი ინფორმაციით, გუშინ საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსები არ გადმოსულან.
„საქართველოს ტერიტორიები დააკარგვინეს ,,ნაცებმა”, ამდენი ხალხი აქციეს ლტოლვილებად და ახლა მოდიან და მე მასწავლიან, რა უნდა იყოს. ვინც გადატრიალების შემდეგ მოვიდნენ, ყველანი არიან მოღალატეები, შევარდნაძის გამოჩეკილი ,,ნაცები” .
ბარამიძე გამიკეთებს აქ საქმეს? გუშინ რომ დავინახე, გავსკდი გულზე. თუ გიგა ბოკერია გამიკეთებს საქმეს? რასაც ვუყურე გუშინ ტელევიზორში, არავინაც არ გადმოსულა. მოსახლეობა საუბრობს, რომ არავინ გადმოსულაო.
დიდი ხანია, საფრთხეს ვგრძნობ რუსეთისგან, თუმცა გუშინ რაც ხდებოდა, ეს იყო პროვოკაცია, ხალხს გაუხეთქეს გულები. სურდათ, ხალხისთვის ეჩვენებინათ, ვითომ თავად გმირები არიან”, – განაცხადა კალმახელიძემ.