სოფელ ხურვალეთის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები უკანონო სამუშაოებს აწარმოებენ
სოფელ ხურვალეთის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები უკანონო სამუშაოებს აწარმოებენ

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსი სამხედროები უკანონო სამუშაოებს აწარმოებენ.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იტყობინება, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების უკანონო სამუშაოები სოფლის აღმოსავლეთ ნაწილში, ფერდობზე მიმდინარეობს.

ფაქტს ადასტურებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

სუს-ის ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით ამოქმედებულია ევროკავშირის ცხელი ხაზი.