ხულოში, სოფელ ვაშლოვანში ორსართულიანი ხის სახლი მთლიანად დაიწვა. მეხანძრე-მაშველებმა დამხმარე ნაგებობების გადარჩენა მოახერხეს. Შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
ხულოს მერის, ვახტანგ ბერიძის განცხადებით, მერიამ ოჯახი ქირით ალტერნატიულ საცხოვრებელში გაიყვანა. დაზარალებული ოჯახი პარალელურად ადგილობრივი მთავრობისგან 15 ათას ლარს მიიღებს.
„ხანძარი ლოკალიზებულია, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. დამხმარე ნაგეგბობები გადარჩა. დამწვარია ხის ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი. ოჯახი უსაფრთხო ადგილასაა გაყვანილი, ქირას მერია გადაიხდის“, – განაცხადა ბერიძემ.