ხულოში, სოფელ წაბლანაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა რვასულიანი ოჯახი, რომელთაგან ოთხი არასრულწლოვანია, საცხოვრებლის გარეშე დარჩა.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ბრიგადები.
ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. შენობა მთლიანად დაიწვა.
ხულოს მერიაში აცხადებენ, რომ სპეციალური კომისია დაზარალებული ოჯახის მდგომარეობას შეისწავლის და შესაბამისი დახმარებაც გაეწევათ, მანამდე კო ოჯახს ქირით გადაიყვანენ.