ხულოში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. მაღალმთიან სოფელ პანტნარში ცეცხლი მუშარბაძეების ორსართულიან სახლს გაუჩნდა.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, შენობა მთლიანად ხის იყო, რის გამოც ხანძარი სწრაფად გავრცელდა და რამდენიმე წუთში სახლი მთლიანად დაიწვა.
შვიდსულიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა. ისინი დროებით ნათესავთან დარჩებიან. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.