ხულოში ხანძრის შედეგად ორი საცხოვრებელი სახლი და დამხმარე ნაგებობები დაიწვა [ფოტო]
ხულოში ხანძრის შედეგად ორი საცხოვრებელი სახლი და დამხმარე ნაგებობები დაიწვა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დამწვარია ორი საცხოვრებელ სახლში ჯამში 250 კვ.მ. ფართობი. ასევე, დამხმარე ნაგებობები, საერთო ფართი 90 კვ.მ.
მათივე ცნობით, ცეცხლის სწრაფი გავრცელება ძლიერმა ქარმა გამოიწვია. ადგილზე მობილიზებული იყო ხუთი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ხანძარი ლიკვიდირებულია.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.