ხუან მარტინ დელ პოტრომ ზედიზედ მე-14 მატჩი მოიგო
ხუან მარტინ დელ პოტრომ ზედიზედ მე-14 მატჩი მოიგო

მაიამის “მასტერსზე” მერვედფინალური მატჩების დღე იყო.
კვლავ ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტრო, რომელმაც სერბი ფილიპ კრაინოვიჩი დამაჯერებლად დაამარცხა – 6:4, 6:2. 29 წლის სამხრეთამერიკელი, რომელსაც მეექვსე ადგილი უკავია ATP-ის რეიტინგში, სეზონის ლიდერია 20 მოგებით. გარდა ამისა, დელ პოტრო ზედიზედ 14 მოგებით იწონებს თავს.

მისი მეტოქე მეოთხედფინალში კანადელი მილოშ რაონიჩი იქნება. შეგახსენებთ, რომ დელ პოტრომ გასულ კვირას ინდიან უელსის “მასტერსი” მოიგო, როცა ფინალში შვეიცარიელი როჯერ ფედერერი დაამარცხა.

1/8 ფინალის შედეგები:
კარენიო ბუსტა (ესპ, 16)-ვერდასკო (ესპ, 31) 6:0, 6:3
ანდერსონი (ს. აფრ, 6)-ტიაფო (აშშ) 7:6(3), 6:4
ა. ზვერევი (გერ, 4)-კირგიოსი (ავსტრა, 17) 6:4, 6:4
ჩორიჩი (ხორ, 29)-შაპოვალოვი (კან) 7:6(2), 4:6, 6:4
დელ პოტრო (არგ, 5)-კრაინოვიჩი (სერ, 22) 6:4, 6:2
რაონიჩი (კან, 20)-შარდი (საფ) 6:3, 6:4
ჩუნგი (კორ, 19)-სოუზა (პორ) 6:4, 6:3
ისნერი (აშშ, 14)-ჩილიჩი (ხორ, 2) 7:6(0), 6:3

1/4 ფინალში ხვდებიან:
კარენიო ბუსტა (ესპ, 16)-ანდერსონი (ს. აფრ, 6)
ა. ზვერევი (გერ, 4)-ჩორიჩი (ხორ, 29)
დელ პოტრო (არგ, 5)-რაონიჩი (კან, 20)
ჩუნგი (კორ, 19)-ისნერი (აშშ, 14)