დელ პოტრომ ვარჯიში განაახლა
დელ პოტრომ ვარჯიში განაახლა

არგენტინელი ჩოგბურთელი ხუან მარტინ დელ პოტრო მუხლის ტრავმის შემდეგ გამოჯანმრთელების პროცესს განაგრძობს.

პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) პრესსამსახურმა დაწერა, რომ 30 წლის დელ პოტრო გრუნტის კორტზე დარტყმებში ვარჯიშობს.

11 ოქტომბერს, არგენტინელმა მუხლის ძვალი დაიზიანა, რის გამოც 131 დღე არ უთამაშია.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ დელ პოტროს, შესაძლოა, განმეორებითი ოპერაცია დასჭირდეს.