დელ პოტრო - ვნანობ, ჯოკოვიჩს რომ დავეხმარე
დელ პოტრო - ვნანობ, ჯოკოვიჩს რომ დავეხმარე

არგეტინელმა ჩოგბურთელმა ხუან მარტინ დელ პოტრომ ხუმრობით აღნიშნა, რომ ნანობს იმ დახმარებასა და რჩევებს, რომელიც ნოვაკ ჯოკოვიჩს გაუწია მაშინ, როცა სერბი ჩოგბურთელი ტრავმირებული იყო. დელ პოტროს სიტყვები „ტენის ვორლდ იუ-ეს-ეის“ (Tennis World USA) მოჰყავს:

„გამიკვირდა, როცა ჯოკოვიჩმა დახმარება და რჩევა მთხოვა. მას აინტერესებდა, როგორ უნდა გამკლავებოდა ტრავმებს. ეს რაღაც ემოციური მომენტი იყო. ბევრს ვლაპარაკობდით ამაზე გასული წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში, რადგან ეს ყველაზე მძიმე მომენტი იყო მისთვის. გარკვეულწილად, ვნანობ, რომ მას ეს რჩევები მივეცი, რადგან ახლა ის ყველას უგებს. თუმცა, ნოვაკი იმსახურებს ყველაფერს. ის მისაბაძი მაგალითია.
როგორი გავლენა იქონიეს ტრავმებმა ჩემს კარიერაზე? ვისწავლე სიამოვნების მიღება მაშინაც, როცა ტრავმებისგან ვიტანჯები“.

ნოვაკ ჯოკოვიჩმა ცოტა ხნის წინ ავსტრალიის ღია პირველობაზე გაიმარჯვა. მას დიდი სლემის ზედიზედ სამი ტურნირი აქვს მოგებული, ჯამში კი მეიჯორებზე 15 გამარჯვება დაუგროვდა.